უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივლისი, 2018 16:40
font-size

სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

მიმდინარე წელს, სუნელებისა და სანელებლების 84 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მიქაძე.

მისი თქმით, არადაფასოებული და არაეტიკეტირებული სუნელების გაყიდვა კანონდარღვევაა და მსგავს შემთხვევებში ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან.

გიორგი მიქაძის განმარტებით, გასულ წელს დარღვევების ასობით ფაქტი დაფიქსირდა.

„გასულ წელს, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კვლევები ჩაატარა, ემიგრანტი ბავშვების სისხლი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. დაიწყო კვლევა და აღმოჩნდა, რომ ტყვია ფიქსირდებოდა ჩვენგან წაღებულ სუნელებში, საუბარია კუსტარულად დამზადებულ სუნელებზე.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენ კვლევა დავიწყეთ, იგივე შედეგები მივიღეთ, გვქონდა ძალიან მაღალი დარღვევები სუნელებში და სანელებლებში. ამან მოიტანა მთავრობის შესაბამისი დადგენილება. გამოიკვეთა, რომ საქმე გვქონდა ფალსიფიკაციასთან, განსაკუთრებით ყვითელი ყვავილის შემთხვევაში, მას ერეოდა არასასურსათო საღებავი, რომელსაც საერთო არ ჰქონდა ყვითელ ყვავილთან. შესაბამისად, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო დროებითი ზომები, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს – ან ადგილზე დაფქვილიყო ან ის უნდა ყოფილიყო დაფასოებული, რომ იდენტიფიკაცია შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც ჩვენ მიერ იქნებოდა გაკონტროლებული. ჩვენ გამოვითხოვეთ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევები და გაირკვა, რომ მიზეზშედეგობრივი პასუხები ვერ დადგინდა“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი