უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
სუპერკროსოვერი „ნისანი“ 590 000 დოლარად შეფასდა 10.05.2012 17:16

სუპერკროსოვერი „ნისანი“ 590 000 დოლარად შეფასდა. ლაპარაკია გაუმჯობესებულ „Nissan Juke-R–ზე, რომელიც სუპერქარ „GT-R“–ის აგრეგატებზე არის აწყობილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლობის ვიცე–პრეზიდენტმა აშშ–ში დევიდ რეიტერმა განაცხადა, ახალი ავტომანქანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება. თითოეულ ავტომობილს კონკრეტული შეკვეთით გამოუშვებენ.

„ეს მანქანა სერიოზული კოლექციონერებისა და ინვესტორებისათვის არის განსაზღვრული, რომელთაც ნამდვილად უნიკალური და ინოვაციური პროდუქციის ფლობა უნდათ“, –– აღნიშნა დევიდ რეიტერმა.

წინასწარი ინფორმაციით, სამმა კლიენტმა ავტომობილისათვის თანხა წინასწარ უკვე გადაიხადა. მათ შეკვეთილი ავტომობილები მიმდინარე წლის ზაფხულში გადაეცემათ.

Nissan Juke-R–ის ძრავის სიმძლავრე 485 ცხენის ძალას შეადგენს. მას 100 კილომეტრ/საათი სიჩქარის განვითარება 3,7 წამში შუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 257 კილომეტრია.