უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 ივლისი, 2017 17:15
font-size

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა პატრიარქს ღვთისმშობლის ხატი, პრემიერ-მინისტრს კი, წმინდა გიორგის ხატი გადასცა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე ისტორიული ბანას ანალოგიური ტაძრის მშენებლობის საძირკვლის კურთხევაზე მისულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

ეპისკოპოსმა ეპარქიის სახელით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ღვთისმშობლის ხატი, ხოლო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

„ძალიან ბევრი კეთილი სიტყვა, გულისთქმა მოდის თქვენს მიმართ, თქვენო უწმინდესობავ. მართლაც ისტორიული დღეა. ისტორიული საქმე, რომელიც თქვენ რამდენიმე წლის წინ დალოცეთ და აკურთხეთ. ჯერ კიდევ რუის-ურბნისის ეპარქიაში შედიოდა ეს ეპარქია და მეუფე იობმა თქვენი კურთხევით ტაო-კლარჯეთში გააგზავნა წარმომადგენელები, სპეციალისტები და ზუსტი ზომები იქნა აღებული, რომ მართლაც ისტორიული საქმე, რომელსაც ჩვენი წინაპრები თავიანთი სულისკვეთებით დებდნენ, რომ რწმენა, სარწმუნოება და განათლება ყოფილიყო ქვეყნისთვის და ერისთვის უპირველესი.

დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოში, კიდევ ერთხელ ცოცხლდება ის ისტორიული ბანას ტაძარი, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ, დაკარგულ ტერიტორიად ითვლება, ტაო-კლარჯეთში მდებარეობს. უფალმა ინება, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულზე, 2017 წლის 15 ივლისს მომხდარიყო მისივე მაქსიმალურად მიმსგავსებული ასლის აშენება ამ ტერიტორიაზე", - განაცხადა ეპისკოპოსმა სვიმეონმა და ასევე, მადლობა გადაუხადა ასევე პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

გორში ერისთავის თეატრი გორში კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადებიან

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

ერისთავის თეატრი გორში კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. დღეს თეატრის მესამე სივრცეში ნამდვილ ექსპერიმენტს გაითამაშებენ. სპექტაკლი რომელსაც აქვს ასაკობრივი ზღვარი - კლეიმო 18+, მოგვითხრობს 13 წლის გოგონათა ცხოვრების რამ

აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

18 ნოემბერი, 2017 , 14:55

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რ

სოფელ ძველ ანაგაში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2017 , 14:35

კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა. დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუა

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

17 ნოემბერი, 2017 , 12:30

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. სულ ჩაბარებულია: გადაჭ

ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორთან და მერთან შეხვედრები გამართა

17 ნოემბერი, 2017 , 12:30

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან. შეხვედრაზე საუბარი შე

აჭარის დელეგაცია ართვინის გუბერნიას ესტუმრა

16 ნოემბერი, 2017 , 14:55

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული უ