უკან
სამართალი
6 ივლისი, 2020 11:28
სურამში, მამაკაცმა მძინარე ცოლი ლოგინში ჩაცხრილა
სასტიკი მკვლელობა სურამში. 35 წლამდე კაცმა საკუთარი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა. შემზარავი შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“.
როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“.
მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“.
„მათ სამი შვილი ჰყავთ“, - აცხადებენ მეზობლები.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.