უკან

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 12:15
font-size

სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმპორტიორებს ახალი რეგულაციები გააცნეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმპორტიორებს ის რეგულაციები გააცნეს, რომლებიც 2018 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.

ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 1 მარტიდან, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება. აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რაც გამორიცხავს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკს.

იმპორტიორებთან შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კობეშავიძე ესწრებოდნენ. უწყებების წარმომადგენლებმა იმპორტიორებს დეტალურად განუმარტეს პროცედურები, რომელსაც გაივლის მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე მოხვედრამდე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა №429 („ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“) და N426 (ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“) დადგენილებებში.

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 125 ლარია - საქსტატი

17 დეკემბერი, 2018 , 11:45

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის

პაშა ბანკი პარტნიორებს ახალ წელს ტრადიციულად - გარემოსდაცვითი აქტივობით ულოცავს

17 დეკემბერი, 2018 , 11:29

პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით საახალწლოდ გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებს. ამჯერად ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica)&nb

გახარია მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს

16 დეკემბერი, 2018 , 12:22

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გახარია მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დღეს არის მნიშვნელოვანი

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს გზა გადაუკეტეს

16 დეკემბერი, 2018 , 12:12

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს და ლიდერებს თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლას ყვარლის გავლით სთავაზობენ, რაზეც მათგან უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობ

კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 დეკემბერი, 2018 , 10:29

კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ს ცნობით, შეზღუდვა საქართველოს პრეზიდენტის

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თელავისკენ მიემართებიან

16 დეკემბერი, 2018 , 10:25

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა, აღნიშ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`