უკან

რეგიონები

16 მარტი, 2019 12:40
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დასავლეთ საქართველოში გასვლით შეხვედრებს იწყებენ.

უწყების ინფორმაციით, 20 მარტიდან ფიტოსანიტარები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, აპრილიდან კი დაიწყება სპეციალური ფერომონების დამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ზუსტი თარიღი და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი უკვე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

გასვლითი შეხვედრების გეგმები და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები მონიტორინგის ჯგუფის წევრებს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.

„პირველ ეტაპზე დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებისა და მონიტორინგის ჯგუფების გასვლითი შეხვედრები და საკარმიდამო ტერიტორიების დათვალიერება. მეორე ეტაპი მოიცავს ფერომონების სადგურების დამონტაჟებას, რაც ნათელ სურათს მოგვცემს, თუ სად და როგორ დავიწყოთ ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყველა რგოლის - მოსახლეობის, ფერმერების, ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის პოპულაციის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ ზარალს“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი

ჭიათურის ცენტრში კარავი გაშალეს - მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

18 მაისი, 2019 , 12:25

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შრომითი უსაფრთ

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

18 მაისი, 2019 , 11:40

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომ

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

18 მაისი, 2019 , 11:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფ

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

17 მაისი, 2019 , 17:35

ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების, თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწ