უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 თებერვალი, 2018 12:20
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები რეგიონში არსებულ პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგრეთვე, რეალიზატორებს მიეწოდებათ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 11 იანვარს ამოქმედდა და პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ფერმერთა ინტერესების და სამომხმარებლო ბაზრის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივად ახორციელებს პესტიციდებისა და შხამქიმიკატების შემოწმებას. პრეპარატების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია შენახვისა და რეალიზაციის პირობების და გამოყენების წესების დაცვა. საეჭვო პრეპარატების შეძენის თავიდან ასაცილებლად, ფერმერებს ვურჩევთ, პესტიციდები შეიძინონ სპეციალიზებულ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც ასევე შეუძლიათ, მიიღონ კონსულტაცია პრეპარატების გამოყენებასა და მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ტურაშვილმა.

2017 წელს პესტიციდების და აგროქიმიკატების 140 სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა. ამავე პერიოდში აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 337 ნიმუში. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 40 ბიზნესოპერატორი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი