უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 აპრილი, 2017 17:45
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს ახორციელებენ. მოწმდება მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს და მუდმივად თანამშრომლობს ბიზნესოპერატორებთან.

მნიშვნელოვანია მომხმარებლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა მაღალი რისკის სურსათის - ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თავი შეიკავოს არორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის სურსათის შეძენისაგან“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულ ლიპარტელიანმა.

“საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი” 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ, როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი, ვარგისიანობის ვადა და ა. შ.

ბიზნესოპერატორებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები ხორცის და ყველის შენახვის და რეალიზაციის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ხულოში მეხის დაცემით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

21 ივნისი, 2017 , 12:20

სოფელ ხულოში ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბიჭთან ერთად მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კონკურსს აცხადებს

20 ივნისი, 2017 , 18:05

ზუგდიდის გამგეობა აცხადებს ფოტოკონკურსს „წარმოაჩინე შენი სოფელი“ - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თ

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლები ნორიო, სეფიეთი და ძვ. აბაშა გაზიფიცირდება

20 ივნისი, 2017 , 18:05

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლების ნორიოს, სეფიეთის და ძვ. აბაშის გაზიფიცირება იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, გა

რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო დროებითი შეზღუდვა წესდება

20 ივნისი, 2017 , 17:10

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და

19 ივნისს კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა

20 ივნისი, 2017 , 15:20

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 ივნისს ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონებში 710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასრ

ვაზის პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა გრძელდება

20 ივნისი, 2017 , 15:20

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კ