უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2025 12:56
font-size

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს

ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.

სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.

ამავე დროს უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები. მიმდინარე წელს ჩატარებულია 6 000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება

14 ნოემბერი, 2025 , 12:34

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციების, სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკის პარტნიორობით, 5–6 დეკემბერს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვა

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება

14 ნოემბერი, 2025 , 11:30

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარია მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების  შექმნისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის მიზნით სასტიპენდიო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამი

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვები გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+-ით შეძლებენ სარგებლობას - ჯანდაცვის სამინისტრო

14 ნოემბერი, 2025 , 11:24

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვები გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+-ით შეძლებენ სარგებლობას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მათი მშობლე

Galt &Taggart-ის მხარდაჭერით კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელდა

13 ნოემბერი, 2025 , 17:00

Galt & Taggart-ის მხარდაჭერით საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა. ეს გახლავთ 2025 წლის მანძილზე კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონ