უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2017 16:20
font-size

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 11 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ მიმდინარე თვეს დედაქალაქში 110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში. აგრეთვე, შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები, - აცნობეს მედიანიუსს სააგენტოდან.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს, 1 აგრარულ ბაზარს.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

„მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მალფუჭებადი სურსათის - ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. აგრეთვე, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ბიზნესოპერატორებთან,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება - ბანკები და ფინანსები

20 ივლისი, 2017 , 18:05

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 157 მლნ. ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2016 წლის იანვარ-ივნისში ბანკების

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

20 ივლისი, 2017 , 17:20

20 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3995 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4014 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევ

კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

19 ივლისი, 2017 , 18:25

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივლისი, 2017 , 09:00

18 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4039 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 ივლისი, 2017 , 17:10

18 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4039 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4047 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკასა და საქართველოს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

18 ივლისი, 2017 , 16:25

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპასა და შუა აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, დანიელ მალანთან ამერიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანა