უკან

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2019 11:10
font-size

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში 976 დოკუმენტი შეამოწმეს და 229 ინსპექტირება განახორციელეს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება კაფე-ბარებისა და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელეს 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება. გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა და დარღვევები გამოვლინდა ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამცხე ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სააგენტოს მიერ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, სურსათი დაილუქა და მის განადგურებაზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბიზნესოპარატორებს, რომლებმაც სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიცემული მითითებები გაითვალისწინეს, საწარმოო პროცესი უკვე აღუდგათ.

მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა

7 ივლისი, 2020 , 12:05

მსოფლიო ბანკის ინფორმაცით, მათი დახმარებით საქართველომ ჯამში COVID-19-ის 400 ათასამდე ტესტი და ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი შეიძინა. „მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებ

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

7 ივლისი, 2020 , 10:40

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდ

კელი დეგნანი - ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას

6 ივლისი, 2020 , 22:39

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შ

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

6 ივლისი, 2020 , 17:35

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა ა

საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

6 ივლისი, 2020 , 17:18

საქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბი

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ

6 ივლისი, 2020 , 16:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე