უკან
პოლიტიკა
27 ივნისი, 2022 16:23
უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის მუშაობაა - ლევან ბეჟაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში“ ერთადერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის მუშაობაა.
„ჩვენ მივცემთ პროფესიონალებს, ობიექტურ ადამიანებს, არაპარტიულებს, საშუალებას იმუშაონ კონკრეტულად 12-პუნქტიან გეგმაზე და შეასრულონ ის დავალება, რომელიც მომდინარეობს ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, რომელიც აუცილებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იქნება კანდიდატის სტატუსი მისაღებად“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.