უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2018 15:45
font-size

სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს - თემირლან მაჩალიკაშვილი მამა

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ მან ომბუდსმენთან საუბრის შემდეგ თქვა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

„მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან სიმართლე უნდა გაირკვეს. ჩვენ სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით, რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს. მას აინტერესებდა სპეცოპერაციის შესახებ და თემირლანის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაისაჯოს ყველა ის, ვინც დამნაშავეა. ასევე მოვითხოვთ დროულ და ობიექტურ გამოძიებას. სურვილი მაქვს, შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს, რასაც პასუხები უნდა გაეცეს“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღეს ნინო ლომჯარია უშუალოდ ჩავიდა პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილის ოჯახთან შესახვედრად.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი 10 იანვარს თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა

12 დეკემბერი, 2019 , 17:10

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომც

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2019 , 16:20

2020 წლის 1-ელი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება. „ჯივიპის“ ცნობით, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის

პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ

12 დეკემბერი, 2019 , 14:15

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები შევიდნენ. სავარაუდოდ, მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნის არსებობა გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა. უსიამოვნო სუნის გამო, არსებული ი

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ - მოძრაობა „სირცხვილია“

12 დეკემბერი, 2019 , 14:00

საკანომდებლო ორგანოში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. პარლამენტში მძაფრი სუნი ახლაც დგას. ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ოპოზიცია აცხადებდა, რომ პარლამენტში მძაფრი სუ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს

12 დეკემბერი, 2019 , 13:35

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. უმრავლესობა ამბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია. "ოპოზიციის ორი დეპუტატი შემოვიდა და გარკვეული ნივთიერება

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

12 დეკემბერი, 2019 , 12:50

მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. „მოქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`