უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 თებერვალი, 2020 12:35
font-size

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ექვსი თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს.

„გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან 11 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2020 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

8 აპრილი, 2020 , 16:05

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 აპრილი, 2020 , 12:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აც

24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინეს

8 აპრილი, 2020 , 12:45

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლი

ჭიათურაში სპეცოპერციის შედეგად პოლიციელი და ორი პირი დააკავეს

7 აპრილი, 2020 , 18:52

სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

7 აპრილი, 2020 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`