უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 სექტემბერი, 2023 16:43
font-size

სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური - ლევან ხაბეიშვილი

რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

ნათია თურნავა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შესახებ - საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით

22 სექტემბერი, 2023 , 18:04

საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, გერმანიის ელჩთან, პიტერ ფიშერ

იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი, აღნიშნული სანქციები არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას - კახა კალაძე

21 სექტემბერი, 2023 , 14:16

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, სანქციები, რომლებიც დაწესდა ოთარ ფარცხალაძის მიმართ, არ ზღუდავს ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას. კითხვაზე, როგორ შეაფასებთ თურნავას გადაწყვეტილებას მას

ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია - გია ხუხაშვილი

21 სექტემბერი, 2023 , 13:48

როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან  ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის, -

ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი - ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი, 2023 , 17:08

აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, - განაცხადა “ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, როდესაც მას ოთარ ფარცხალაძეზე კითხვა

ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - პრეზიდენტი

19 სექტემბერი, 2023 , 14:23

პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასან

სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი- მიხეილ სააკაშვილი

18 სექტემბერი, 2023 , 17:18

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი