უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აპრილი, 2017 11:40
font-size

სუს-ის თანამშრომლებმა უწყებათშორისი სწავლებაში „ინფო 2017` მიიღეს მონაწილეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017"-ში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული.

კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დახურა და მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა. საზეიმო ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლევან იზორიამ და მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა.

„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ,ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საკვანძო სიტყვები:

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ

თურქეთში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

30 მაისი, 2020 , 13:30

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. "ვადასტურებთ რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპე