უკან

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 13:05
font-size

სუს-ის ზოგიერთი უფლებამისილება საერთოდ უცნობია საერთაშორისო პრაქტიკისთვის - ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით.

გიგაურმა აღნიშნა, რომ სუს-ს ისეთი უფლებამოსილებაც აქვს, რაც უცნობია მსოფლიო პრაქტიკისთვის.

„კანონმდებლობა არ არის დახვეწილი, როგორც ფუნქციების თვალსაზრისით, ასევე ზედამხედველობის კუთხით, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ზოგადად რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების არქიტექტურაში სუს-ის სამსახურს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სუს-ს აქვს ძალიან ბევრი უფლებამოსილება და ფაქტობრივად, ზოგი ეს უფლებამისილება საერთოდ უცნობია საერთაშორისო პრაქტიკისთვის, მათ შორის არის ანტიკორუფციული გამოძიება. თავის დროზე, როდესაც გაიყო შსს და სუს-ი, საზოგადოებას გვითხრეს, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და ამ მიმართულებით რეფორმა გაგრძელდებოდა, თუმცა რეფორმა არ გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს დავიწყებული“, - განაცხადა გიგაურმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება სუს-ის რეფორმირების საკითხს. მასში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, უსაფრთხოების სექტორის ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

უსაფრთხოების ექსპერტის, დავით სიხარულიძის განცხადებით, ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოვლინდა, არის უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის არასრულყოფილი მექანიზმი.

„უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის აუცილებელი კომპონენტი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარებისთვის, აქ არის ბევრი პრობლემა და გამოწვევა, ერთ-ერთი არის უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის არასრულყოფილი მექანიზმი, რომელიც დღეს საქართველოშია და მეორე – კოორდინაციის და პოლიტიკის განხორციელების და შექმნის არასრულყოფილი მექანიზმები, ეს უფრო მტკივნეული გახდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები იყო შემოღებული.

პრაქტიკულად, გაუქმდა სამთავრობო- საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე, განხორციელებასა და მის ზედამხედველობაზე“, - განაცხადა სიხარულიძემ.

სამუშაო შეხვედრა თემაზე „დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში“ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს

გახარია მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს

16 დეკემბერი, 2018 , 12:22

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გახარია მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, დღეს არის მნიშვნელოვანი

გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს გზა გადაუკეტეს

16 დეკემბერი, 2018 , 12:12

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს და ლიდერებს თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლას ყვარლის გავლით სთავაზობენ, რაზეც მათგან უარი მიიღეს. აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობ

კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 დეკემბერი, 2018 , 10:29

კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ს ცნობით, შეზღუდვა საქართველოს პრეზიდენტის

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თელავისკენ მიემართებიან

16 დეკემბერი, 2018 , 10:25

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დაიძრნენ. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადა, აღნიშ

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`