პოლიტიკა
სუს-ში ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფენ
პოლიტიკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ირაკლი სესიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს.
„დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში“, - აცხადებენ სუს-ში.
ცნობისათვის: „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.
ნინო ექვთიმიშვილი