უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2019 16:00
font-size

სვანეთის უძველესი კოშკების რეაბილიტაცია ფონდ “ქართუსთან“ ერთად ხორციელდება

სვანეთის უძველესი კოშკების რეაბილიტაცია ფონდ „ქართუსთან“ ერთად ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში, სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80 – მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, რვა კოშკის, ორი არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილის ყავარის და ფიქალის ქვის გადახურვა სრულად განახლდება.

ნაგებობების დაზიანებული ფრაგმენტები დაიშლება და კირ-დუღაბით ხელახლა აღდგება. მშრალი ქვის წყობის კრიტიკული ბზარები შეივსება და ფარული რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამაგრდება. შეიცვლება გადახურვის ხის კონსტრუქციები და ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარება. გაძლიერდება მაჩუბებისა და ციხე-კოშკების კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საძირკვლები. აღდგება მაჩუბების და კოშკების სართულშუა ხის კონსტრუქციები.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების გზით განსახორციელებელი კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის 2 უბნის – ჩვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს. რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს. გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც, რომელსაც სააგენტო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.

ამავდროულად გაგრძელედება სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების შამოშლილისაგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის ორი სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად, სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში ორი კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციისსამუშაოებსაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, წელსვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2020 წლისთვის უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების 33 კოშკთან და მაჩუბთან ერთად ორი ეკლესიის (უშგულის ლამარიას ეკლესიისა და წმ კვირიკეს სახელობის ეკლესია) რესტავრაციას ითვალისწინებს. არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბისაჭიროებს.

XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბისფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8944 ლარი გახდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8944 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია - ელიზაბეთ რუდი

27 იანვარი, 2020 , 16:20

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო

7-მილიონიანი დოლარის მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება - ირინა აბულაძე

27 იანვარი, 2020 , 16:20

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ 2020 წლიდან ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყება. USAID-ის ახალი, 7-მილიონიანი დოლარის მასშტაბური საგანმანათლებლო პროგრამა

„თუ არ დაიცავენ კანონს, პოლიტიკურ სანაგვეზე მოხვდებიან“ - საკრებულოს შესასვლელთან ცარიელი ნაგვის ურნა დადგეს

27 იანვარი, 2020 , 14:15

საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობისა" და მოძრაობა „შეცვალეს" აქცია დასრულდა. ისინი საკრებულოში შესვლასა და თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. მათი მოთხოვნაა, „ქართულმა ოცნებამ" ლ

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - პალიასტომის ტბაზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

27 იანვარი, 2020 , 14:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვ

ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა

27 იანვარი, 2020 , 12:55

გვიან ღამით ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი. მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`