უკან
სამართალი
14 ივნისი, 2017 17:50
,,სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ ბერეჟიანს და კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე დაკავებულ დავით ბერეჟიანს და ნიკიფორე კუტალაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
„ბრალი წაუყენეს გატაცების მუხლით. არავითარ გამოძალვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. როგორც გამომძიებელმა თქვა, ოთხ დაკავებულს მხოლოდ გატაცებას ედავებიან. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ“, - განაცხადა ბერეჟიანის და კუტალაძის ადვოკატმა ფრიდონ ყუფარაძემ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.
სავარაუდოდ, ხვალ საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობა გაიმართება.
ნინო ექვთიმიშვილი