უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ოქტომბერი, 2016 15:20
font-size

ტაბიძის ქუჩაზე უკანონო მშენებლობა ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზას საფრთხეს უქმნის - არჩილ მშვენიერაძე

ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერიას უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზას საფრთხეს უქმნის.

ამის შესახებ ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა და ადვოკატმა არჩილ მშვენიერაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

,,2013 წელს თბილისის მერმა სპეციალური ზონალური ნებართვა გასცა. ამ აქტის თანახმად, ტაბიძის ვიწრო ქუჩაზე უნდა აშენდეს ისეთი შენობა, როგორიც შეიძლება აშენდეს მაღალი ინტენსივობის ზონაში. ტაბიძის ქუჩაზე ინტენსივობის კოეფიციენტი 1,5 მეათედს შეადგენს, ნებართვა კი გაცემულია ისეთი ნაგებობის აშენებაზედ, რომლის კოეფიციენტი 3,0-ია. გვაქვს ოთხი ავტორიტეტული ექსპერტის დასკვნა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე, მსგავსი ტიპის შენობის აშენება გამოიწვევს მოძრაობაის პარალიზებას და შექმნის გაუსაძლის პირობებს. ჩვენ 2013 წელს გაცემული ნებართვა გავასაჩივრეთ და მოვახერხეთ მშენებლობის შეჩერება, თუმცა ვიდრე სასამართლო პროცესები დასრულდებოდა, ნებართვას ვადა გაუვიდა და 2016 წელს, ახალი ნებართვა გაიცა. ახლა, ამ მეორე ნებართვას ვასაჩივრებთ“, - განაცხადა არჩილ მშვენიერაძემ და აღნიშნა, შენობა ზუსტად ვაკის პარკის საზღვარზე უნდა აშენდეს, რითაც ვაკე-კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური უსაფრთხოებით ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც საფრთხის შემცველია.

,,იმისათვის რომ ვაგონმა მშენებარე ობიექტის ადგილი უსაფრთხოდ გაიაროს, საჭიროა, ბაგირი ხელოვნურად აიწიოს, რამაც შესაძლოა, ადამიანების სიკვდილი გამოიწვიოს.

საექსპერტო დასკვნის თანახმად, თუ უკანონო ნაგებობა დასრულდა და საბაგირო გზა ტექნიკური პასპორტის მიხედვით ამუშავდა, ვაგონი დაეჯახება ნაგებობას. როდესაც ეს დასკვნა თბილისის მერიას წარვუდგინეთ, ამას სრული იგნორი მოჰყვა“, - აღნიშნა მშვენიერაძემ.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ მშენებლობას შპს ,,ჯიდი გრუპი" ახორციელებს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ლობირებენ.

მარი ნამგალაძე

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი