საზოგადოება


თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს -“ გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო“
ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს.
თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს.
„მიმართვა მიხეილ სააკაშვილს! პირველად ვწერ ასე, ვამბობდი, რომ არ ჩამოვიდეს, რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს ამ სამართლებრივ სისტემაში, სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც. სადაც თურმე, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ „ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო“, დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა-თქო!
ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერაა (ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის გარდა, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს) მეც დამიჭიროს, რადგან ამ „ფეოდალის მიერ გადაბარებულ ქვეყანაში“ სიცოცხლეც არ ღირს!
კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება (რაც უდავოდ იყო) იმ 9-წლიანი მოღვაწეობიდან და ის „მოგონილ-გაზვიადებული შიშიც“ გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და „იმ 9-წლით აშინებს“. გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ „ქვეყნის განადგურება და უზურპაცია“, შევაჩეროთ უზურპატორი „კანონით და სამართლით“ – ძალა ერთობაშია – კოალიციაში – ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!! მხოლოდ კოალიცია – მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა!
!!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო“, – წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში“.

საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი
13 დეკემბერი, 2019 , 17:40
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
13 დეკემბერი, 2019 , 17:30

საჯარო მოხელეების მიმართ ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად - სახალხო დამცველი
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

„გვინდა გთხოვოთ თქვენი მხრიდან მუდმივი ყურადღება ამ პროცესის მიმართ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს წერილით მიმართავს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

ყველას არ სწამს ღმერთი, მაგრამ ყველას სჯერა „ბუნდესბანკის“ - ირაკლი კოვზანაძე
13 დეკემბერი, 2019 , 16:05