უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 აგვისტო, 2020 16:20
font-size

თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდა და ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია.

ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე, ბაჩალიაშვილების ადვოკატი ამბობდა, რომ 23 წლის პროგრამისტის პირადი მობილური მის თვალწინ 22 ივლისს დალუქეს, მაშინ როდესაც დაკარგული ახალგაზრდას ცხედარი მისივე მანქანაში ნახეს.

აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი 24 ივლისს ისე გახსნა და საგამოძიებო მოქმედებები ისე ჩაატარა, რომ არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისთვის არ უცნობებია.

როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, ფაქტი, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, ბევრ კითხვას ბადებს. ტელეფონის ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია.

„ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა და ჩატარებულა ექსპერტიზა, შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა და დღეს კლონირება დასრულებულია. 99 გიგაბაიტია მობილური ტელეფონის ინფორმაცია და პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი, მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია, მთელი დასკვნა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტოს. ხელმეორედ, ბოლომდე დავალუქინეთ აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა“,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, კვლავ მიმართა პროკურორსა და ექსპერტებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მაინც არ შეეხონ და არ მოხდეს მის გარეშე ავტომობილზე ლუქის ახსნა.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ვითარება დახვა მიხეილ რამიშვილს 29 ივლისს, როდესაც ის ექსპერტიზის ბიუროში პროგრტამისტის პირადი კომპიუტერის გახსნის პროცედურაზე დასასწრებად შევიდა. აღმოჩნდა, რომ კომპიუტერს ლუქი უკვე მოხსნილი ჰქონდა.

ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაშ

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვისა და კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი. გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენე

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნ

მიხეილ რამიშვილი გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს მიაწვდის

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმეა.  რამიშვილის ცნობით, ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოებ

პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე. როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.