უახლესი ამბები
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
- 05.03.2021 10:20დღის კალენდარი - 5 მარტი
არქივი
სამართალი


თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, რის გამოც ადვოკატი ოთარ რამიშვილი გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ბაჩალიაშვილების ოჯახის სახელით დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რითაც საქმის დახურვა გააპროტესტეს.
შალვა რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიება ხელახლა და იწყოს და ამას იმით ხსნის, რომ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. მისი თქმით, საჩივარს სქრინი დაურთო თან, სადაც აღწერილია პირადი მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილსა და მის მეგობარს შორის და ამ მიმოწერაში თამარი არსებულ საფრთხეზე საუბრობს როგორც მის მიმართ, ასევე მისი მეგობრის მიმართ.
შალვა რამიშვილი სწორედ ამ მიმოწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს და ამბობს, რომ ამავდროულად, ის ახალი პირი, რომელმაც ადვოკატს მიმართა, მზადაა ჩვენება მისცეს და დეტალებზე გამოძიებასთან ისაუბროს.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დახურა. პროკურატურის ვერსიით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომლის ცხედარიც გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ, საკუთარ ავტომობილში იპოვეს სამანქანო გზის პირას, თვითმკვლელობაა. ოჯახი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ეჭვქვეშ აყენებს ამ ვერსიას და გამოძიების მიმართ ნდობა არაერთხელ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ამ საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის დაკავებული პირი, დავით ფურცხვანიძე - მან ადვოკატს მიაწოდა დამონტაჟებული გრაფიკული მასალა, რომელიც, მისი თქმით, სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო იმ დღეების, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

თაღლითობის ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი და კიდევ 4 პირი დააკავეს
4 მარტი, 2021 , 14:50

მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს
4 მარტი, 2021 , 12:30

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
4 მარტი, 2021 , 12:30

გორში `ნაციონალური მოძრაობის` ოფისის დარბევის გამო კიდევ ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 12:55

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
3 მარტი, 2021 , 10:40

კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
2 მარტი, 2021 , 16:00