უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 სექტემბერი, 2020 14:45
font-size

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს - პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა გამხდარიყო.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ტრასოლოგიური დასკვნებზე, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების შედეგებზე მიუთითა.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე", - განაცხადა პროკურორმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.

"ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ 'ბაკურიანის' ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.
ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება", - განაცხადა პროკურორმა.

ვაჟა სირაძის განცხადებით, 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ადმინისტრაციული წესით ხუთი ადამიანია დაკავებული

31 ოქტომბერი, 2020 , 17:40

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული. მისივე თქმით, პოლიციამ ეს ადამიანები პოლიციის დაუმორჩ

ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო - მინისტრის მოადგილე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:45

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. როგორც ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით არ

`ქართული ოცნების` აღმასრულებელი მდივნის განცხადების საფუძველზე ფაქტების შესწავლა დავიწყეთ - შსს

31 ოქტომბერი, 2020 , 00:23

30 ოქტომბერს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა

30 ოქტომბერი, 2020 , 17:57

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგ

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე დაკავებულია

30 ოქტომბერი, 2020 , 12:45

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათი ინ

შსს - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

29 ოქტომბერი, 2020 , 13:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართ