უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2017 17:40
font-size

თამარ ჩუგოშვილმა ამერიკელი კონგრესმენების მეუღლეებს უმასპინძლა

თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მეუღლეებს უმასპინძლა.

კულტურული პროგრამის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი და კონგრესმენების მეუღლეები „ვინოტელ“-ს ეწვივნენ, სადაც სტუმრები საქართველოში მეღვინეობის განვითარების ისტორიას გაეცნენ.

კონგრესმენების მეუღლეები, ისტორიული თაღოვანი აგურის ღვინის მარანში, საუკეთესო ქართული ღვინოების ექსკლუზიურ არჩევანს გაეცნენ და ქართული ღვინოები დააგემოვნეს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და კონგრესის დელეგაციას შორის დღეს გამართულ შეხვედრებზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

„ჩვენ ამ დღეებში ვმასპინძლობთ კონგრესის დელეგაციას საქართველოში. დღეს დილით უკვე გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით კონგრესმენებს. ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. კონგრესმენებმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის თანამშრომლობა შეიძლება გადაიზარდოს ძალიან საინტერესო პროექტებში, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინსტიტუციურად გაძლიერებაში დაეხმარება.

„ჩვენთვის, პარლამენტისთვის კონგრესის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელონია და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს კეთილგანწყობა და კარგი თანამშრომლობა გადაიზარდოს კონკრეტულ, ძალიან საინტერესო პროექტებში, რომელიც მიეხმარება საქართველოს პარლამენტს, რომ გაძლიერდეს ინსტიტუციურად, გააძლიეროს თავისი ადამიანური რესურსი და დახვეწოს საკანონმდებლო საქმიანობა.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტი და ამერიკის კონგრესი კონკრეტული მიმართულებებით ძალიან ეფექტურად იმუშავებენ და ითანამშრომლებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეხვედრაც, ამ დიდი გეგმის ერთი ნაწილია“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის დეგუსტაციის შემდეგ, კონგრესმენების მეუღლეები ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებს გააგრძელებენ.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია. ჩვენ შევხვდით არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, მეწარმეებს. გვქონდა ტური ულამაზეს ძველ თბილისში. აღტაცებული ვარ აქ ყოფნით და ვფიქრობ, რომ საქართველო მანათობელი ვარსკვლავია. მადლობა მასპინძლობისთვის“,-აღნიშნა კონგრესმენ ჯერი კონოლის მეუღლემ, ქალბატონმა ქეთრინ სმიტმა.

კონგრესმენ დევიდ პრაისის მეუღლის, ქალბატონ ლიზა პრაისის განცხადებით, იგი მოხარულია, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა: „თბილისს მესამედ ვესტუმრე და ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. ეს ლამაზი ქალაქია. ჩვენ უკვე შევხვდით სტუდენტებს და მეწარმეებს. ვისურვებდი, რომ უფრო დიდხანს შეგვეძლოს აქ დარჩენა“.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.

საკვანძო სიტყვები:

„პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს“ - `ევროპულმა საქართველომ` გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

13 ივლისი, 2020 , 15:21

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე