უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 იანვარი, 2021 17:19
font-size

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გეგმის შესრულება დავიწყოთ, როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და ესეც, ვფიქრობთ, რომ პირველივე კვარტალში შესაძლებელი გახდება და იყოს მზაობა, როგორც სამინისტროს სტრუქტურების ფარგლებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში და რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებების დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი

2 მარტი, 2021 , 16:00

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. შარლ მიშელის განცხადების თარგმანს საქართველოში ევროკ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მარტი, 2021 , 16:00

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის ცნობით, აუქციონში მონ

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება

2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება. ქეშბექის დარიცხვა მოხდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საკვებ ობიექტში, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით  გადახდისას. აქც

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

2 მარტი, 2021 , 14:55

დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მარტი, 2021 , 14:55

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ვანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმ

თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა -“საქსტატი“

2 მარტი, 2021 , 11:50

“საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატი