უკან

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2017 22:40
font-size

თამარ ჟვანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს არის ის ღონისძიებები და საქმიანობები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩართულობა, მონაწილეობა და ჩვენი მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესებისთვის. წელს ბევრი ინოვაცია დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით. ვგულისხმობ შშმ პირებს, ასევე ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობენ. ასევე ჩვენ დავნერგეთ მნიშვნელოვანი სერვისები პოლიტიკური პარტიებისთვის - მათ წარმომადგენლების დანიშვნა უკვე ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით შეუძლიათ, და ეს საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად მიმდინარეობს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ემზადება არჩევნების პროფესიულ, გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგენს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც აღწერილია ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული აქტივობები და საქმიანობები. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს UშAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მხოლოდ მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ტექნიკური თვალსაზრისით ორგანიზებაში“,- განაცხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

სახალხო დამცველი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

22 ნოემბერი, 2017 , 15:40

2017 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატინს, ევროსაბჭოს წარმომადგენელს ბას კლეინს და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძ

იციკ მოშე: შენს ქვეყანას ეხმარებოდე თუნდაც 1 დოლარით, ესაა მასთან დამაკავშირებელი დიდი ხიდი და ზრუნვის სიმბოლო

22 ნოემბერი, 2017 , 14:25

რუმინეთის შემდეგ, „ისრაელის სახლის“ კონცეფციის პრეზენტაციები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 23 ნოემბერს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იც

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა პოლიტიკური გუნდით გამოვიდეს - გია ვოლსკი

22 ნოემბერი, 2017 , 14:10

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური გუნდით წარსდგება. ამის შესახებ ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას

გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი არასდროს არ მქონია - დათა ახალაია

22 ნოემბერი, 2017 , 14:10

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას თქმით, მას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოკლული სანდრო გირგვლიანის თემაზე არასდროს უსაუბრია. ამის შესახებ ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სას

სამწუხაროა, რომ ჩვენ მივდივართ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ - გიორგი აბაშიშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 10:20

გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუც

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს

21 ნოემბერი, 2017 , 22:56

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს. “არა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა &bdquo