უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 იანვარი, 2017 11:50
font-size

თამარ ხულორდავა და ბექა ნაცვლიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად სტუდენტებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი, უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, დეპუტატებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, გამოწვევებზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობაზე და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასა და ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესებს.

შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. „ცოტა ხანში უნივერსიტეტს 99 წელი უსრულდება. სწორედ 99 წლის წინ, როდესაც დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გახსნაზე მაშინდელმა პატრიარქმა, კირიონ მეორემ ბრძანა: ჩვენ ვაყალიბებთ ევროპულ უმაღლეს სკოლას, რომელიც უნდა დაემყაროს ევროპულ ტრადიციებს, მაგრამ იდგას მტკიცედ ქართულ ნიადაგზე. ეს არის ალბათ ყველაზე თანამედროვე შეფასება უნივერსიტეტისა.

ნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც უნდა მოხდეს განსჯა ბევრი რაღაცის და მათ შორის იმისა, თუ რა არის ჩვენი მიმართება ევროპასთან, როგორია ჩვენი მომავალი ევროპაში“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

დეპუტატებმა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, საქართველოსა და ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე, ამ ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

თამარ ხულორდავას თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიისწრაფვის ევროპისკენ, როგორც მისი ბუნებრივი ადგილისკენ. „ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. ჩვენი ევროინტეგრაციული გზა დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ დავიბრუნოთ ის ადგილი და დავიმკვიდროთ თავი იმ გაერთიანებაში, რასაც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ჰქვია... ეს არის ჩვენი სწრაფვა, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ხაზი, რომელიც გასდევს ჩვენს პოლიტიკას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და არსებული პოტენციალის უფრო უკეთ ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მათ შესაძლო გავლენას ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივასა და მომავალზე.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა, თავისი გამოსვლისას ევროპულ ღირებულებებზე, როგორც ევროპული იდენტობის საფუძველზე ისაუბრა. „ევროპა უპირველესად, ღირებულებათა სისტემაა. ეს არის სახელმწიფოები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ჩვენი მიზანია, არა უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანება და ამ დიდი, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა, არამედ ამ ღირებულებების გაზიარება და იმდენად გასიგრძეგანება, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ევროპულად... საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია არის ჩვენი იმ ცხოვრების წესით ცხოვრება, როგორითაც ევროპა ცხოვრობს. ვალდებულებები, რომლებსაც ევროპა გვისახავს, ეს არის ჩვენთვის შესასრულებელი ვალდებულებები, რომლებიც ღირებულებრივად უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების კითხვები ძირითადად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ეხებოდა. ასევე, იმ სიკეთეებს, რომელიც საქართველომ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის შედეგად უნდა მიიღოს. შეხვედრაზე ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ შესაძლო რისკებზე და სიკეთეებზეც ისაუბრეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა, თსუ-ს რექტორსა და სტუდენტებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომში მსგავსი ფორმატის შეხვედრების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდება ექსპერტთა კლუბი, რომელსაც მუდმივი კონტაქტი ექნება საქართველოს პარლამენტთან. შედგება შეხვედრები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აკადემიური სივრცე და საკანონმდებლო სივრცე უნივერსიტეტის მეშვეობით ერთმანეთს დავაკავშიროთ“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:58

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტ

ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური- სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:33

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღ

საჭიროა წესების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა - გიორგი გახარია

27 სექტემბერი, 2020 , 11:20

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა - თუ რა კეთდება იმისთვის, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. მთავრობის მეთაური

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

27 სექტემბერი, 2020 , 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, სტოპცოვ.გე-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებუ

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

26 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. “ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყო

საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს - თამარ გაბუნია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე