უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 14:40
font-size

თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ხელისუფლება შპს „RMG GOLD “ -ს დმანისში ტერიტორიას სიმბოლურ ფასად ჩუქნის

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლება კომპანიას, რომლიც საკუთარ ვალდებულებებსაც არ ასრულებს, დმანისში ტერიტორიას სიმბოლურ ფასად ჩუქნის.

კორძაია ეჭვს გამოთქვამს , რომ აუქციონის ფარგლებში გამოცხადებულ ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და პროცედურა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ ტერიტორიაზე, დმანისში, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა აუქციონი, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები და ეს არის ფორმალური პროცედურა.

„rmg gold”-ს უკანონებენ იმას, რასაც პრაქტიკულად უკვე ახორციელებს. წიაღისეულის მოპოვებას უფასოდ აკანონებენ, იმიტომ, რომ 15 ათასი ლარი იჯარისთვის წლიურად, ეს არის ჩუქება ამ ტერიტორიის, იმ კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს, არ ანაზღაურებს ზიანს, რომელსაც ის გარემოს თავისი საქმიანობის ფარგლებში აყენებს.

ამიტომაც ჩვენ მივმართეთ სწორედ იმ უწყებას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აუქციონის გამოცხადების შესახებ.

მისი უფლებამოსილებაა შეაჩეროს ეს აუქციონი, რადგან ხვალ და ზეგ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები დადგეს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ 13 პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე სისაურს განცხადებით მიმართა. ოპოზიცია სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გაუქმებას ითხოვს.

ზაზა სარალიძე სუს-ის შენობასთან დღეს აქციას გამართავს

19 ივნისი, 2018 , 12:50

დღეს თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას გამართავს. “14:00 საათზე, მოდულის შენობასთან გაიმართება აქცია "ნუ მომკლავ", "აღასრულე ს

მაჩალიკაშვილის საქმე არის ერთ-ერთი პირველი ფაქტი, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას - სახალხო დამცველი

19 ივნისი, 2018 , 12:15

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა ხელისუფლებას, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. ლომჯარიამ ლეგიტიმური უწოდა მა

საქართველი დიზაინერების პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი

19 ივნისი, 2018 , 12:15

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და „MERCEDES BENZ TBLISI FASHION WEEK”-თან თანამშრომლობით , 6 ქართველი მამაკაცის სამოსისა

აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს

19 ივნისი, 2018 , 12:15

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP-ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი საქართველოს სტუმრობს და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას ეცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სა

ბახტაძე როგორც კი დაინიშნება, მაშინვე მოვითხოვ შეხვედრას მასთან - ზაზა სარალიძე

19 ივნისი, 2018 , 11:15

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, როგორც კი მამუკა ბახტაძე დაინიშნება პრემიერ-მინისტრად, სარალიძე მაშინვე მოითხოვს მასთან შეხვედრას. როგორც სარალიძემ გადაცემაში „360 გრადუსი&

თბილისში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა

18 ივნისი, 2018 , 23:30

ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო შემოსულია 205 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე