უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ოქტომბერი, 2016 15:20
font-size

თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა - ცესკოს წარმომადგენელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, ,,პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი განიხილეს.

როგორც სარჩელის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს ცესკო-ს კომისიის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა, მოსარჩელე მხარე ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციას შორის არსებობს წინააღმდეგობა, თუმცა ეს არგუმენტებით ვერ გაამყარა.

,,მათი არგუმენტები არასამართლებრივი იყო და უფრო პოლიტიკურ მოტივებს ეხებოდა. კონსტიტუციის 50-ე მუხლი ზოგადად არ აწესრიგებს იმ წესებს, რა წესებით უნდა ტარდებოდეს არჩევნები და ნაწილდებოდეს მანდატები. 50-ე მუხლი ასეთი უფლების დელეგირებას ახდენს საარჩევნო კოდექსზე, რომელიც ამ საკითხს აწესრიგებს.

როგორ და რა წესით უნდა განაწილდეს მანდატები, ეს წერია ორგანულ კანონში. აღნიშნული თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ასე რომ, ვერავითარ პოლიტიკურ მოტივს ამაში მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ დროისთვის, მოსამართლე სათათბიროდ არის გასული.

შეგახსენებთ, ,,პატრიოტთა ალიანსმა“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც პარტიებს მანდატები მიენიჭა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების 17 მანდატი პარალამენტში შესულ სამივე პარტიაზე უნდა გადანაწილდეს, რა შემთხვევაშიც ,,პატრიოტთა ალიანსს“ ექვსზე მეტი მანდატი ერგება.

მარი ნამგალაძე

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს

11 აგვისტო, 2020 , 15:40

გენერალური პროკურატურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს. ბრიფინგის პარალელურად უწყებამ გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანხმლები პირების დევნის ამსახველი ვიდეორეკონსტრუქცია წარმოად

საგამოძიებო სამსახურმა ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა - გადაზიდვის 24 ფაქტი გამოავლინა

11 აგვისტო, 2020 , 12:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას და

„მინისოდან“ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში აღდგა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მოცდენილი შრომა - 10 000 ლარამდე აუნაზღაურდება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კომპანია „მინისო ჯორჯიას“ დირექტორის 2019 წლის 22 ნოემბრის ბრძანება მაღაზიის მენეჯერის დაკავებული თანამდ

მალე გამოჩნდება, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა - მიხეილ რამიშვილი

10 აგვისტო, 2020 , 15:00

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მალე გამოჩნდება, რომ საქმე არა თვითმკვლელობას, არამედ დადგეგმილ მკვლელობას ეხება. „ბევრი რაღაც იცვლება. ბევრი ვე

თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი ადვოკატს და ოჯახს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი დახვდა და ინფორმაციის კოპირება თითქმის დასრულებულია

8 აგვისტო, 2020 , 16:20

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი მობილური ტელეფონი, რომლის შესწავლაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დღეს უნდა დაეწყო და ადვოკატისა და მშობლების თანდასწრებით გაეხსნა, აღმოჩნდა რომ უკვე გახსნილია და გამოძიებაც დასრულებულია. ექსპ

სენაკში სასულიერო პირის სახლი დააყაჩაღეს

8 აგვისტო, 2020 , 15:10

სენაკში, მეუფე საბა გიგიბერიას სახლში შეიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ და მეუფეს ხანდაზმულ დედას ფული და ოქრო იარაღის მუქარით მოსთხოვეს. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე