უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2018 16:30
font-size

თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2-ს მიმართავს

თამაზ ურთმელიძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებით ურთმელიძე რუსთავი 2-ის ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტებს ეხმიანება და ტელეკომპანიას მიმართავს.

თამაზ ურთმელიძის განცხადებას “მედიანიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

,,სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2„-ს 2018 წლის 10 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 18:00 საათიან და 21:00 საათიან საინფორმაციო გადაცემებში გავიდა სიუჟეტები სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ „2017 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშის„ თაობაზე.

სიუჟეტებში გამოკვეთილად, ხაზგასმით იქნა ნახსენები ჩემი - თამაზ ურთმელიძის გვარი, ნაჩვენები იქნა კადრები, სადაც მე, 2016 წელს მონაწილეობას ვიღებდი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. რეალურად, სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმო ჩემს პიროვნებას.

სიუჟეტის საერთო კონტექსტი იყო სრულიად უარყოფითი და ეხებოდა იმას, რომ თითქოს დეკლარაციების შევსებისას თანამდებობის პირები მალავენ ქონებას და ჩადიან დანაშაულს.

ჟურნალისტური ეთიკა მოითხოვს, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღოს უშუალოდ იმ პირისაგან, რომელსაც ეხება სიუჟეტი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პიროვნება უარყოფით კონტექსტშია ნახსენები, მას ცალსახად უნდა მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება
.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა ხაზგასმა გააკეთა ჩემს პიროვნებაზე, იგი მე არ დამკავშირებია და შესაბამისად არ მიუღია ინფორმაცია უშუალოდ პირველ წყაროსაგან.

საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირები იყვნენ კანონმორჩილნი და გარდა სხვა მოთხოვნებისა, სწორად ავსებდნენ სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციებს. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციებიდან დგინდება, რომ ყოველი 10-დან არასწორად ივსება 8 დეკლარაცია. ასევე ცნობილია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები შეიცვალა და 2017 წლის დეკლარაციების შემოწმება მოხდა ახალი წესით. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა ახალი წესის ამოქმედებამ ხომ არ გამოიწვია მომრავლებული შეცდომები, ან საკანონმდებლო ხარვეზი ხომ არ უდევს საფუძვლად აღნიშნულ სტატისტიკას. არადა ჟურნალისტების საქმიანობის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს რეალური პრობლემის დანახვა და გამოსწორების გზების ჩვენება საზოგადოებისათვის და არა ცალმხრივი, მიკერძოებული სიუჟეტების მომზადება და საეთერო სივრცის ამ მიზნით გამოყენება.

ჩემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ მე არ დავეთანხმე დეკლარაციის შევსების უარყოფით შეფასებას და დაჯარიმებას, მაგრამ როგორც კანონმორჩილი მოქალაქემ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად წინასწარ გადავიხადე დაკისრებული ჯარიმა, ხოლო ჩემი უფლებების დასაცავად, ადმინისტრაციული სარჩელით მივმართე შესაბამის სასამართლოს. ჩემი მოთხოვნაა გაუქმდეს დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტი და დამიბრუნდეს ჯარიმის თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე სასამართლოშია, ტელევიზიაში ნებისმიერი არაკვალიფიციურად მომზადებული სიუჟეტი და ზედაპირული ინფორმაცია შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თქვენი ტელევიზიის მიზანმიმართული დევნა ჩემს მიმართ ან სასამართლოზე ზეწოლის მოხდენა.

რადგან მე არ მომეცა საშუალება ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა სიუჟეტის მომზადებისას, გთხოვთ, ჩემი წერილი გამოაქვეყნოთ სრულად, ოფიციალურად თქვენი ტელევიზიით, იმავე საეთერო დროს 18:00 საათიან და 21:00 საათიან საინფორმაციო გადაცემებში.

პატივისცემით,

ადვოკატი,
თამაზ ურთმელიძე“, - ნათქვამია ურთმელიძის მიმართვაში.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი