უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2020 17:45
font-size

თამბაქოს ინდუსტრია მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანიების პოპულარიზაციისათვის და პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში,

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ კანონი უნდა დაიცვას, შემოსავლების სამსახურმა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ უკანონო სპონსორობის გამო სანქციები უნდა გაატაროს.

„მიუხედავად კანონით აკრძალვისა, თამბაქოს ინდუსტრია, „მღვრიე წყალში თევზის დაჭერის“ პრინციპით მოქმედებს, შექმნილი ვითარებით სარგებლობს და თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების პოპულარიზაციას ეწევა. დასანანია, რომ მათ ამ მცდელობას ხელს არ უშლის ხელისუფლება, მეტიც, მთავრობის ეგიდით სპეციალურად შექმნილ StopCoV.ge - ზე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალშია იაპონური თამბაქოს კომპანია (JTI), ფილიპ მორისი (PMI) და ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანია (BAT). ბრიტანულ - ამერიკული თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელი კი, მედია საშუალებების, ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურების და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს პირადად ურიგებს დამცავ ნიღბებს და მათთან ერთად გადაღებული ფოტოებით სოციალურ ქსელებში,როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კეკლუცობს, რადგან, თურმე მძიმე ვითარებაში „ეხმარება“ სპეციფიკურ ჯგუფებს.

2018 წლის 1 მაისიდან, თამბაქოს კონტროლის კანონით აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია. შესაბამისად, მათ სამართლებრივად არ გააჩნიათ სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ამ ე.წ. ქველმოქმედებას იყენებენ თავიანთი კომპანიების პოპულარიზაციისათვის და პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად. თანაც ეს ხდება მათ მიერ შექმნილ დრამატულ ფონზე, - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თამბაქოს კომპანიები თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით, საქართველოში ყოველდღე 30 ადამიანს კლავენ, მათგან 8 არამწეველი და ერთი ბავშვია.

თამბაქოს ინდუსტრია აღნიშნული ქმედებებით ცდილობს წინაპირობა შექმნას მშვიდობიან პერიოდში ახალი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მხარდაჭერების წარმატებით მოსაპოვებლად. ამას ცდილობდნენ კორონავირუსის პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტში. საერთაშორისო კომპანიებს ადგილობრივებიც არ ჩამორჩებიან და წარმატებით განაგრძობენ თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების მცდელობას, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილის მოწამვლას გამოიწვევს.

ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჯანსაღ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათი ვებ - გვერდიდან აიღებს თამბაქოს ინდუსტრიის ლოგოებს, ასევე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის შემქმნელ ამ ე.წ. ბიზნესს, კორონასთან საბრძოლველად შეტანილი თანხებით საშუალებას არ მისცემს, იყიდონ მათ მიმართ ლოიალობა.

დღეს კორონასთან ბრძოლის ხაზი ასევე გადის თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ხაზზე, რადგან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, ვაპოვაიზერი, აიქოსი, ჩილიმი და ა.შ. ) მოხმარება ზრდის ვირუსის ზემოქმედების სავალალო შედეგებს მწეველებში. შემოსავლების სამსახურს აღნიშნულ დარღვევებზე კანონით გათვალისწინებული სანქციების გასატარებლად მივმართავთ",-აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" განცხადებაში.

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამი

22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი - მთავრობის ანგარიში

4 ივნისი, 2020 , 17:30

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა. მათივე ცნობით,

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

4 ივნისი, 2020 , 17:30

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

4 ივნისი, 2020 , 17:30

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!