უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 მაისი, 2017 18:51
font-size

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღებას ეწინააღმდეგებიან

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული იმ ნორმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის მიერ არის ინიცირებული და რომელიც სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღებას ითვალისწინებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის „ჯაფან თამბაქო ინთერნეიშენალის’’ კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა ივანე ხასიამ განაცხადა, აღნიშნული ნორმის კანოპროექტში შეტანა და ამ სახით მისი მეორე მოსმენით მიღება ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე მოხდა.

,,სამწუხაროდ, არცერთხელ არ ყოფილა კომუნიკაცია ბიზნესთან. შეუთანხმებლად და ყოველგვარი შედეგების გარეშე მოხდა კონცეპტუალურად სრულიად ახალი საკითხის შემოტანა კანონპროექტში, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ბიზნესისთვის. არცერთ დონეზე გაჟღერებული არ ყოფილა. ეს ნორმა სცილდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და არ არის გაწერილი სახელმწიფოს სტრატეგიაში, თამბაქოს კონტროლის შესახებ.

ზოგადად, თამბაქოს ბიზნესი არ არის წინააღმდეგი შეზღუდვების და ახალი კანონპროექტით ძალიან ბევრი შეზღუდვა იგეგმება, თუმცა ეს კონკრეტული საკითხი რაც ეხება სტანდარტიზირებულ შეფუთვას არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გავლილი ბიზნესთან. არ ყოფილა ამის შესახებ კომუნიცირება.

სამწუხაროა, რომ ასე ნაჩქარევად და ისე, რომ მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთანაც კი არ არის კომუნიკაცია შემდგარი პარლამენტში, შემოპარებით ხდება უკვე მეორე მოსმენის შედეგად ახალი საკითხის წამოყენება, რომელიც კონცეპტუალურად ცვლის ამ კანონპროექტის არსს’’, - აღნიშნა ხასიამ.

JTI-ის კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა აქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მოხდა ,,ამ უკანონო ნორმის წინააღმდეგ სახელმწიფოს პოზიციის გაჟღერება.’’

,,სტანდარტიზირებული შეფუთვა, მთლიანად ზღუდავს კომპანიის საავტორო უფლებებს კონკრეტულ ბრენდებზე და დიდ ქაოსს გამოიწვევს ბაზარზე, რადგანაც შეუძლებელი იქნება არაკანონიერი პროდუქციის გარჩევა კანონიერისგან. კომპანიებს პირდაპირ გვეზღუდება ჩვენთვის ყველაზე ფასეული - სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება’’, - განაცხადა ხასიამ და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა გაითვალისწინებს საკითხის მნიშვნელობას.

,,შეპარვით ამ ნორმის გატანა, ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტას სცილდება. იმედს გამოვთქვამთ, რომ მესამე მოსმენამდე შედგება ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია თუნდაც ბიზნესთან და თუნდაც ექსპერტთა ჯგუფებთან’’, - განაცხადა ხასიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ნორმის შემოტანა ნეგატიურად იმოქმედებს როგორც ბიზნესზე, ისე სახელმწიფოს შემოსავლების მხრივ.

,,საკითხი ან უნდა დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე, რომ ხელახლა მოხდეს ამ რადიკალურად მნიშვნელოვანი ცვლილებების ხელახლა გავლა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მოხდეს შესწავლა ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარის და ამის შემდეგ მოხდეს ამ საკითხის შესახებ სამომავლო განხილვების გაგრძელება’’, - აღნიშნა ხასიამ.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლისთვის გაუგებარია, რა გახდა ამ ნორმის შემოღების მაპროვოცირებელი.

,,არარეალური გარდამავალი პერიოდებია გაწერილი და ვერცერთი კომპანია, ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო ვერ მოახერხებს ამ ახალ სტანდარტზე გადასვლას. ეს სტანდარტი პირდაპირ ზღუდავს ნებისმიერი კომპანიის უფლებას, გამოიყენოს საკუთარი სავაჭრო ნიშანი. არ გამოვრიცხავთ არცერთ სამართლებრივ ქმედებას მოვლენების განვითარების მიხედვით’’, - განაცხადა ივანე ხასიამ.

ნინო ექვთიმიშვილი


ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან - ლეშეკ ბალცეროვიჩი

30 მაისი, 2020 , 17:45

„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ე

მოხარული ვარ, რო, AE SOLAR - მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენ

`ატლანტიკ საქართველოს` გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:25

„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორ

წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:00

მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა &

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

30 მაისი, 2020 , 12:52

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, პატრიკ ფრანცენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორ

COVID-19-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ხილ-ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვი დააზიანა - EBRD-ი და FAO

29 მაისი, 2020 , 16:08

ხილ-ბოსტნეულის მიწოდება ფერმიდან მომხმარებლის მაგიდამდე უაღრესად გართულდა COVID-19-ის პანდემიის, მოძრაობაზე შეზღუდვების, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდისა და დახურული ბაზრების გამო, - ამის შესახებ FAO-ს მიერ გავრცელებ