უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივლისი, 2018 17:10
font-size

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოითხოვს, თამბაქოს მოხმარება სამორინეებშიც აიკრძალოს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოითხოვს, თამბაქოს მოხმარება სამორინეებშიც აიკრძალოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ დაუშვებლად მიიჩნევს კანონში შესაძლო ცვლილებებს იმის შესახებ, რომ მოწევა, შეიძლება, დაიშვას სლოტკლუბესა და იმ შენობებში, სადაც სათამაშო ბიზნესის სახეობები იმართება.

„ჩვენ სიგარაბარებისთვის სალიცენზიო პირობების შემოღების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით. ამ სალიცენზიო პირობების მიხედვით, მხოლოდ სიგარის მოწევა იყო დაშვებული, კვება აკრძალული. სამორინეზე საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. იცით, სათამაშო ბიზნესი რამდენად მძლავრია ქვეყანაში და საკმაოდ ძლიერი დასაყრდენები ჰყავს, როგორც ხელისუფლებაში, მთავრობის კონკრეტულ წრეებში, ასევე პარლამენტში. 2 თვის წინ, „სათამაშო ბიზნესის ასოციციამ“ წამოაყენა წინადადება, რომ როგორც სამორინეებშია დაშვებული მოწევა, ისე გავავრცელოთ ტოტალიზატორებსა და სლოტკლუბებშიო. საქართველოში 20 სამორინეა, ძირითადად, კონცენტრირებულია თბილისსა და ბათუმში. რაც შეეხება ტოტალიზატორებს, სათამაშო სალონებს, არის ასეულობით, ანუ ფაქტობრივად, გამოდის ის, რომ ამ კანონის დასამარება დაიწყებოდა.

სათამაშო ბიზნესი, ჩვენი შეფასებით არის კრიმინალური, აქ ხდება როგორც ფულის გათეთრება, ამავდროულად ხდება ჩვენი ისედაც ღარიბი მოსახლეობის ტოტალურად გაღარიბება. ამ ბიზნესის მიერ წარმოდგენილ წინადადებას ვინც გაიზიარებს მთავრობაში იქნება, თუ პარლამენტში, იქნებიან ამ ბიზნესის თანამონაწილეები. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს და კატეგორიულად მოვითხოვთ , ჩვენ წარვადგინეთ ოფიციალურად წინადადება, რომ მოხდეს სამორინეებშიც თამბაქოს მოხმარების აკრძალვა. მეორე ინიციატივა გახლავთ -გაუქმდეს სალიცენზიო პირობების სიგარაბარებისთვის.

ფინანასთა სამინისტროსთვის 1 მაისიდან დღემდე არავის მიუმართავს სიგარაბარის გახსნის მოთხოვნით და შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად. საქართველოში სულ იყო 2 სიგარაბარი. ფაქტობრივად, ეს სიგარაბარები არ ფუნქციონირებდა, პროფილი შეიცვალეს“, - განაცხადა ბახტურიძემ.

მისივე თქმით, სლოტკლუბები და ტოტალიზატორები არიან მოლოდინის რეჟიმში, თითქოს, იქ მოწევა დაშვებული გახდება.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ამის დაშვება არ მოხდება საზოგადოების ჩართულობით. არ მივცემთ ამ კრიმინალურ ბიზნესს საშუალებას, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის იგნორირება მოახდინონ. რა დააშავა იმ ხალხმა, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული და 24-საათიან რეჟიმში უწევთ მომწამვლელი აირების კვამლში ყოფნა.

მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ არ წამოეგოს ამას. სერიოზული ზეწოლაა პარლამენტზე კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირებისგან. იმედი გვქვს, რომ პრემიერმინისტრი ამას არ დაუშვებს, საკმაოდ შეგნებული ახალგაზრდაა და ჯასაღად მოაზროვნე“- განაცხადა ბახტურიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ