უკან

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2018 15:15
font-size

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩვენ გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის საპარლამენტო თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მტკიცებით, თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციების ამოქმედებით 15 წლის განმავლობაში 53 000 ადამიანი გადაურჩება ნაადრევ სიკვდილს, ხოლო სახელწმიფო 3.5 მილიარდ ლარს დაზოგავს.

„გაერო-ს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი გათვლებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვით, შემდეგი 15 წლის განმავლობაში ჩვენ გადავარჩენთ 53 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს ნაადრევად, ათი წლით ადრე სიკვდილისაგან და 3,5 მილიარდ ლარს დავზოგავთ იმ ხარჯების არგაღებით, რომელიც თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს მოჰყვება“, - უთხრა ზოიძემ ჟურნალისტებს.

ზოიძემ აღნიშნა, რომ 1-ელ მაისამდე, სანამ დახურულ შენობებში ამოქმედდება მოწევაზე აკრძალვა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ამ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

„პირველი მაისიდან იწყება ამ კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმის დანერგვა, კერძოდ, დახურულ შენობებში თამბაქოს კვამლის აკრძალვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საქართველო არის ამ კამპანიის გზავნილი. უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან 1-ელი მაისიდან - ეს იქნება ის მესიჯი, რომელსაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება ამ ორი თვის განმავლობაში, რაც დარჩა კანონის ნორმის ამოქმედებამდე. ძირითადი ამოცანა გახლავთ, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ პირველი მაისიდან ჩვენი მწეველი მოქალაქეები გამოვიდნენ გარეთ და მოწიონ. ამისათვის მათ აქვთ მთელი საქართველოს ტერიტორია, 68 ათასი კვადრატული კილომეტრი. მხოლოდ ძალიან მცირე ტერიტორიაზე იქნება მოწევა აკრძალული ისევ და ისევ მათივე თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა ზოიძემ.

ზოიძემ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გახსნა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ