უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აპრილი, 2017 16:40
font-size

”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან დაიწყება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის საჯარიმო სანქციები 50 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარიდან დაიწყება.

როგორც ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეზღუდვები თამბაქოს მოხმარებას მხოლოდ დახურულ სივრცეებში შეეხება, ხოლო, სკვერებსა და ქუჩაში მოწევა არ აიკრძალება.

„ახლანდელი კანონპროექტი ითვალისწინებს, ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი სახლის გარდა, მაგრამ საცხოვრებელი სახლი, რომელიც გამოყენებულია, სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებისთვის, ვრცელდება კანონის მოქმედება. ასევე საპატიმრო ადგილები, რომელიც თვითონ საზღვრავს ამ პოლიტიკას სად აკრძალოს თამბაქოს მოხმარება და სად შეზღუდოს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრული აკრძალვის რეჟიმის გვაქვს, მაგრამ გავრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე. ქუჩაში, სკვერებში მოწევა ნებადართულია და ამ საკითხს კანონპროექტი არ ითვალისწინებს“, - აცხადებს ბახტურიძე.

მისივე განმარტებით, კანონის ადმინისტრირებას ფიზიკურ პირებთან მიმართებაში შსს, ხოლო იურიდიულ პირებთან ფინანსთა სამინისტრო მოახდენს. თუმცა პროცესში ჩაერთვება სხვა უწყებებიც, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის ობიექტებზე, ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ტრანსპორტის შესაბამისი სამსახურები იქნებიან, ხოლო რეკლამის კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრირების ორგანო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაა.

,,თუ ფიზიკური პირი, მაგალითად, კაფეში ან რესტორანში ეწევა თამბაქოს, მას შსს დააჯარიმებს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციას ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციამ მოქალაქის ნეიტრალიზება თავისი ძალებით ვერ მოახერხა, ვერ აუკრძალა მას მოწევა და პატრული გამოიძახა, ფიზიკურ პირს შსს დააჯარიმებს და ადმინისტრაცია აღარ დაჯარიმდება. ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 50 ლარიდან დაიწყება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. იურიდიულ პირებზე მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით ჯარიმა 500 ლარიდან დაიწყება. განმეორების შემთხვევაში ეს თანხაც ორმაგდება. იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო სანქცია 2000 ლარს აცდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო შემოდის. მაქსიმალური საჯარიმო სანქცია 10 000 ლარია დიზაინის დარღვევის შემთხვევაში”, - განმარტა გიორგი ბახტურიძემ

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი