უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივნისი, 2019 10:35
font-size

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანონში თამბაქოს ახალი ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ჩნდება.

პროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესი. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი ხდებიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე.

შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება (პიქტოგრამის გარეშე). სამედიცინო გაფრთხილების ორ ნიმუშს მთავრობა დაამტკიცებს.

თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით სონღულაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 17 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15 ნოემბერი, 2019 , 15:34

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართე

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომ

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგ

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019 , 12:15

საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 11:00 საა