უკან

ეკონომიკა

12 ოქტომბერი, 2017 15:15
font-size

თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სწორი პოლიტიკა თამბაქოს მოხმარების შემცირებასთან ერთად თანხების მობილიზების შესაძლებლობასაც იძლევა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სპეციალურ სესიაში თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით თემაზე სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია და მის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული სესია აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ სესიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ კიმი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

თავის გამოსვლაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში. კერძოდ, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში 2013 წლიდან აქციზის განაკვეთები თამბაქოს ნაწარმზე ზრდადია და ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 5-ჯერ მოიმატა. შედეგად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება 25 პროცენტით შემცირდა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზით დაბეგვრიდან 150 პროცენტით გაიზარდა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მიღებულ კანონზე, რომელიც აღნიშნული პრობლემის გაცილებით კომპლექსური მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. საუბარია არა მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდასა და სხვა ფისკალურ მეთოდებზე, რომელმაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის შეზღუდვა, აღნიშნული პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე იმ ადგილების შეზღუდვა, სადაც მოწევაა შესაძლებელი და სხვ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ჩართულობა ამ მიმართულებით და მის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მაგალითის შესახებ ინფორმაციას სესიის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 ნოემბერი, 2017 , 09:00

22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7137 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.77 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტები შეაჯამეს

22 ნოემბერი, 2017 , 17:45

2017 წლის 22 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-15 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 ნოემბერი, 2017 , 17:20

22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7137 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.77 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო,

ბიზნეს საფრანგეთი ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალურ დეგუსტაციას აწყობს

22 ნოემბერი, 2017 , 16:40

სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველოსთან თანამშრომლობით, ბიზნეს საფრანგეთი აწყობს ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალურ დეგუსტაციას. ღონისძიება ჩატარდება პარასკევს, 24 ნოემბერს, 17სთ-დან 1

„საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებული სამი კლინიკის განვითარებით ბრიტანული ორგანიზაციები ინტერესდებიან

22 ნოემბერი, 2017 , 16:15

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ბრიტანულ-ინდური კლინიკური და აკადემიური პარტნიორობა BICAP-ისა და მსოფლიოს ერთერთი წამყვანი კვლევითი და სასწავლო უნივერსიტეტი King's Coll

თბილისში Google-ის დეველოპერებისა და ბიზნეს ჯგუფის ღონისძიება - Devfest Tbilisi 2017 გაიმართება

22 ნოემბერი, 2017 , 15:40

26 ნოემბერს საქართველოში Google-ის დეველოპერებისა და ბიზნეს ჯგუფის ღონისძიება - Devfest Tbilisi 2017 გაიმართება. Devfest თბილისი ყოველწლიურად ტარდება და საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური I