უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 მაისი, 2017 15:25
font-size

თამბაქოს შესახებ კანონში ახალ რეგულაციებს ეკონომიკისთვის წმინდა ფისკალური ზიანის გარდა, მრავალი ადამიანის უმუშევრად დატოვება მოჰყვება - პაატა ბაირახტარი

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი პარლამენტის მიერ ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონში ცვლილებების დამტკიცებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ანალიტიკოსი იმ პრობლემატურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კანონის ამოქმედებით შესაძლოა, ბიზნესს მიადგეს.

,,მათთვის ვინც ძალიან კმაყოფილია თამბაქოს შესახებ კანონის მიღებით:

ზოგადად მოწევის შემცირებისკან გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა არა ეკონომიკისა და ბიზნესის ხარჯზე. მოკლე მიმოხილვა იმ ეკონომიკური ეფექტებისა, რომელსაც „თამბაქოს შესახებ კანონი“ მოიტანს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კანონი ეკონომიკურად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ურტყამს. კანონის ერთ-ერთი რეგულაციით მოხდება თამბაქოს რეალიზაციის დროს მისი გარე და შიდა ხილვადობის აკრძალვა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი რეგულაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის, იმ მცირე მაღაზიებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი დამოკიდებულია, სწორედ სავაჭრო დაწესებულებებში განთავსებულ თამბაქოს „სტენდებზე“, იმდენად რამდენადაც, მცირე მაღაზიები თამბაქოს კომპანიებისსგან ამ „სტენდების“ განთავსების სანაცვლოდ, მცირე ბიზნესისთვის, სოლიდურ თანხას იღებენ.

კანონის კიდევ ერთი კაბალური რეგულაცია არის გზისპირა ჯიხურებიდან თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა. აღნიშნული ჯიხურების რეალიზაციის 90 % სწორედ თამბაქოს ნაწარმზე მოდის, შესაბამისად ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული ჯიხურები დახურვისთვის არიან განწირულები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგულაციებს ეკონომიკისთვის წმინდა ფისკალური ზიანის გარდა მრავალი ადამიანის უმუშევრად დატოვება მოჰყვება.

კანონის ამოქმედების შემდეგ ასევე დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ჩილიმ ბარები, რომელთა რაოდენობაც გვეყანაში გაცილებით მეტია ვიდრე ე.წ. სიგარა ბარების. შესაბამისად გაუგებარია კანონში შეტანილი ცვლილება რომლის მიხედვითაც სიგარა ბარებისთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი, ხოლო ჩილიმ ბარები გაიწირნენ, პრაქტიკულად გარდაუვალი გაკოტრებისთვის.

პ.ს. ცალკე საკითხია აღსრულების მექანიზმები, რამდენად შეძლებს სახელმწიფო რესურსების უცვლელობის პირობებში, კანონმდებლობით ნაკისრი რეგულაციების აღსრულებას’’, - წერს ბაირახტარი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი