უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 მარტი, 2017 12:05
font-size

თან კომიკურია და თან ტრაგიკული, როდესაც საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი პრეზიდენტის მიმართ - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის ინსტიტუტზე შტურმად მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილის მიმართ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"თან კომიკურია და თან ტრაგიკული, როდესაც საკონსტიტუციო კომისია გადაიქცა სადამსჯელო იარაღად მათთვის არასასურველი და მათ გემოვნებაში არჩამჯდარი პრეზიდენტის მიმართ.

სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ გვინახავს ასეთი თავდასხმების ტალღები. არც მომავალში გამოვრიცხავთ ამგვარი შეტევების ალბათობას, მაგრამ ერთი რამ ვიცით ცხადად, რომ ის ღირებულებითი ხაზი, რაც არჩეული აქვს საქართველოს პრეზიდენტს, ამ ინსტიტუციის დაცვისა და გაძლიერებისთვის, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და გაძლიერებისთვის, ეს იქნება შეუქცევადი,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

ცნობისათვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, 7 წლის შემდეგ კი - არაპირდაპირით. ამის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვაზე, არამედ პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობს.

ქვეყნის პირველი პირის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძემ არაკორექტული უწოდა და მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

ნინო ექვთიმიშვილი

თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად - არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი, 2019 , 11:50

ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ გუშინ გაავრცელეს, ჩემი აზრით, უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს ვიმყოფები იტალიაში, კომოს ტბაზ

ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის - კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი, 2019 , 16:05

დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ევროკავშირ

ივანიშვილი იძულებული იქნება, ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს და ისუნთქოს სპეცრაზმის საშუალებით - გიგი უგულავა

20 ნოემბერი, 2019 , 17:10

„არავის არ უთქვამს, რომ ერთი აქცია იქნება. აქცია იქნება ბევრი, იქნება ყველგან,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავამ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალურ პროკურატურა

პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე- სოსო ფხაკაძე

19 ნოემბერი, 2019 , 19:10

რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესზე - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ

მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება - არჩილ თალაკვაძე

19 ნოემბერი, 2019 , 18:35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია და კანონიერ ჩარჩოებს თუ გასცდება, იქნება რეაგირება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამე

სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს - გიორგი გახარია

19 ნოემბერი, 2019 , 13:30

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ