უკან

საზოგადოება

26 აპრილი, 2017 18:50
font-size

„თანაინვესტირების ფონდი“ გამორიცხავს პროექტ „პანორამა თბილისის“ კავშირს კანონპროექტთან საბაგიროების მოწყობის შესახებ

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ განცხადებით, პროექტი „პანორამა თბილისი“ არ უკავშირდება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ".

ფონდის შეფასებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ბრალდება უსაფუძვლოა და ურჩევს, შემდგომში მათთან დააზუსტოს ინფორმაცია.

„თანაინვესტირების ფონდი“ მოუწოდებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე, მიმართონ „თანაინვესტირების ფონდს“ ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას“, - წერია საქართველოს „თანაინვესტირების ფონდის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" „პანორამა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

არასამთავრობოსთვის საეჭვოა, ახალ რედაქციაში რატომ არაა განმარტებული პუნქტი, რომლის მიხედვით საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება, თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.

„დაუსაბუთებლად, ყოველგვარი სათანადო არგუმენტაციის გარეშე, მეტად სპეციფიკური ინიციატივის შემუშავება (სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევა) აჩენს კითხვებს, ხომ არ ემსახურება აღნიშნული კერძო ინტერესებს/პროექტებს, და არა ობიექტურ საზოგადო საჭიროებას“, - წერია საიას განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ ორი პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილებში - თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. „სოლოლაკის მაღლობი“ სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, რასაც შესაძლო ახლდეს საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება. პროექტი თანაინვესტრირების ფონდის ვებგვერდზეა მითითებული.

განცხადების თანახმად, პანორამა თბილისის პროექტი ქალაქის ისტორიული ნაწილის სამ ლოკაციას ეხება. სამივე მათგანი თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაშია მოქცეული, რაც ამ ზონაში სამშენებლო სამუშაოებს კრძალავს. საიას თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე აქვს საჩივარი შეტანილი ამ მშენებლობების წინააღმდეგ. დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

25 იანვარი, 2020 , 17:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაცი

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

25 იანვარი, 2020 , 14:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ განათლების,

თურქეთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან — საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში, ელზაგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში, ქალაქ სივრის

2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

25 იანვარი, 2020 , 11:35

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენ

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

25 იანვარი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`