უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
სამართალი


თანამდებობების პირები, რომლებსაც წლების წინ ვალები და კრედიტები ჰქონდათ, დღეს მრავალმილიონიან ქონებას ფლობენ - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს და ფრაქცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდა წევრებს მიმართავს, დაინტერესდნენ „ელიტური კორუფციით“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პოლიტიკაში ყოფნა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლასთან ერთად დასრულება.
როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ქვეყნის მოსახლეობას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდებოდა, მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა და ეკონომიკური ფონი უფრო გაუარესდა, ვიდრე ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.
ბურჯანაძე მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს შეეხო და განაცხადა, რომ ამაზე ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს.
„გავრცელებული აუდიომასალების საწინააღმდეგოდ დოკუმენტები არავის გამოუქვეყნებია. ვხედავთ მასალებს, რომელიც გვაჩვენებს, რომ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობების პირები, რომლებსაც წლების წინ ვალები და კრედიტები ჰქონდათ, დღეს მრავალმილიონიან ქონებას ფლობენ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მიმართა პარლამენტში წარმოდგენილ ახალგაზრდებს, რომლებიც პარლამენტში მოხვედრამდე აქტიურად ებრძოდნენ კორუფციას და უკანონობას, იყო თუ არა ეს ბრძოლა რეალური, თუ იყო მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა.
„ვეკითხები იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არასამთავრობოებიდან მივიდნენ, აქტიურად მუშაობდნენ საელჩოებში საზღვარგარეთ, რატომ არ იღებთ ხმას?! პირველ რიგში თამარ ჩუგოშვილს მინდა ვკითხო, რადგან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია, ქალბატონ თამარ, ახლა რომ მოიკითხეთ წელიწადნახევრის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ყოფილ გენერალურ აუდიტორს სცემეს და ფაქტი დღემდე არ არის გამოძიებული, აქამდე რატომ არ დაინტერესდით ამ გამოძიებით? იქნებ, ახლა მაინც დააყენოთ საკითხი ელიტური კორუფციის თაობაზე და დანარჩენმა ახალგაზრდებმა, რომლებიც პარლამენტში არიან და აქვთ სურვილი, მომავალში გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ისე, როგორც ხდებოდა ყოველთვის: წავა ბიძინა ივანიშვილი და წაყვება მთელი გუნდი. მოიკითხეთ, ადამიანები, რომლებსაც წლების წინ ვალები და კრედიტები ჰქონდათ. ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ამის გარეშე, გარწმუნებთ, გაცილებით ადრე დასრულდება თქვენი ხელისუფლება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და თქვენც ჩაყვებით ამ ხელისუფლებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
24 იანვარი, 2021 , 10:46

რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
23 იანვარი, 2021 , 17:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა
23 იანვარი, 2021 , 13:00

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
23 იანვარი, 2021 , 11:37

თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 11:32
დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
22 იანვარი, 2021 , 16:10