უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ოქტომბერი, 2019 14:40
font-size

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმავს. ნაგავსაყრელების მშენებლობა 2021-2022 წლებში არის დაგეგმილი.
გამოცხადებული ტენდერის შედეგად, პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტად კომპანია CDM Smith და Saunders Group , ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტად კომპანია Fichtner შეირჩა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტის განმახორციელებელ და დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია, დავით ვერავა, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მოადგილე და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნაგავსაყრელების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. უცხოელი კონსულტანტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას რეგიონული ფილიალების ინსტიტუციურ გაძლიერებაში, ასევე, მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დანერგვაში დაეხმარებიან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მოიცავს ორი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას.

საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

14 – 15 ნოემბერს, თბილისში, სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამიტი საქართველოში პირველად ჩატარდე

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

13 ნოემბერი, 2019 , 17:00

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ.  თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი

ლევან დავითაშვილმა სატბორე მეურნეობები დაათვალიერა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში, უკრაინული ინვესტიციებით შექმნილი სატბორე მეურნეობები დაათვალიერა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. ბათუმიდან ქედისკენ მიმავალი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატ

მოვუწოდებ ინფრასტრუქტურის მინისტრს, სოფელ ბოსლევის მდგომარეობით დაინტერესდეს, ასევე იმით, თუ სად დაიხარჯა გამოყოფილი თანხა - დავით ბაქრაძე

8 ნოემბერი, 2019 , 11:30

ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ლუდმილა აგამანიანის ოჯახში

თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა 2019“ გაიმართება

7 ნოემბერი, 2019 , 10:15

ერეკლე მეორის დაბადების დღეს, 7 ნოემბერს მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება. ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ბატონის