უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

20 ოქტომბერი, 2021 18:49
font-size

თანამედროვე ტრენდები ბიზნესში

სტატისტიკურად, 2019 წელს 2.05 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ შესყიდვებით, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 21.55% ინტერნეტის საშუალებით ყიდულობს პროდუქციას. მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ მაჩვენებლის 2.14 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ. მომხმარებლების მატება, ახალი პლატფორმებისა და კონკურენციის გაზრდას გულისხმობს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ახალი ტენდენციების ცოდნა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ 5 ძირითად ტრენდს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის. თუ ინტერნეტ მაღაზია ისურვეს შემთხვევაზე დააყრდნობით ვიმსჯელებთ, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში პროცესები მსოფლიო ტრენდების მსგავსად ვითარდება!

ტრენდი №1 - სოციალური კომერციის აფეთქება

სოციალური კომერცია გულისხმობს ისეთი პლატფორმებზე გააქტიურებას, როგორიცაა Facebook, Instagram, twitter და Pinterest. აღნიშნული ქსელები გამოყენებულ უნდა იქნეს პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, რადგან კვლევების თანახმად, სოციალური კომერციის მომხმარებელთა სტატისტიკა 2018 წელს 23%-ით, ხოლო 2019 წელს 31%-ით გაიზარდა

ტრენდი №2 - VR და AR ტენდენციები

VR (virtual reality) და AR (augmented reality) შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ელექტრონული კომერციის წარმატებაზე. პროდუქციის ვიზუალის წარმოდგენა ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს და სწორედ ამიტომ, იმ კომპანიების 90%, რომელთა შემოსავალი 100 მილიონიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდეა, იყენებენ Virtual და Augmented რეალობებს. ვარაუდობენ, რომ 2021 წლისთვის 100 მილიონამდე მყიდველი ონლაინ შესყიდვებისას გამოიყენებს AR ტექნოლოგიებს. აღნიშნული ემსახურება ბრენდის ცნობიერების გაზრდას, რომელიც მოიზიდავს სულ უფრო მეტ მომხმარებელს და შესაბამისად - გაზრდის შემოსავლებს

ტრენდი №3 - ChatBots

ჩათბოტები ის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას. Business Insider-ის თანახმად, 2021 წელს , საწარმოთა 80% გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას - ე.წ. ჩათბოტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს საჭირო და სასურველი ნივთის არჩევაში. ჩათბოტების გამოყენებით შეგიძლიათ შეაგროვოთ თქვენს მომხმარებლებზე უსაფრთო ინფორმაციები. მაგალითად, დააკვირდეთ მათ ქცევებს, შერჩევა-შეძენის ისტორიასა და ა.შ. ეს საშუალებას მოგცემთ სწორად და ეფექტიანად წარმართოთ თქვენი ბიზნესი

ტრენდი №4 - ხმოვანი კომერცია

ციფრული ასისტენტების დახმარებით, სულ უფრო იზრდება ხმოვანი შეტყობინებებით ძიების პროცესი. 2021 წლის მონაცემებით, ჩინეთში 85.5 მილიონმა მომხმარებელმა გააკეთა შენაძენი ხმოვანი სიგნალით, აშშ-ში - 72.2 მილიონმა, დიდ ბრიტანეთში - 12.6 მილიონმა. საქართველოს ბაზრისთვის ძალიან ახალი ტრენდია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ ელექტრონული კომერციის სპეციალისტები!

ტრენდი №5 - სმარტფონები და გადახდები მათი საშუალებებით

მსოფლიოში, დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის სმარტფონს იყენებს. ელექტრონული კომერციის საიტების უმეტესობა კი ადაპტირებულია მობილური მომხმარებლების საჭიროებებზე. ონლაინ მყიდველთა 60%, საიტზე ნავიგაციის დროს, სწორედ სმარტფონებს მოიხმარს. შეიძლება ითქვას ის, რომ მე-5 ტრენდის სათავეში ამაზონი დიდი ხანია ამაყად დგას. ონლაინ გაყიდვების გიგანტი ამაყობს მომხმარებელზე ორინტირებული მობილური გამოცდილებით, რომელსაც საკუთარი აპლიკაციაც აქვს

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი