უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივლისი, 2021 17:26
font-size

თანხები, რომლებიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკურ კამპანიას - გიორგი ნონიაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ეხმაურება პიარში თბილისის მერიის მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით უწყების განცხადებას და აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაციაზე, მას საუბარი ჰქონდა თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე და არა კახა კალაძის პირადი გვერდის რეკლამირებაზე. ნონიაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის რეკლამირებას, „რაც სინამდვილეში მის წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიის ნაწილია“.

„დღეს გვქონდა „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია და ჩემი პეროსნალური წარდგენა „ევროპულ საქართველოში“. ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ ვახსენეთ თბილისის მერიის ხარჯები საკუთარი თავის პიარში, 5 მილიონ ლარს ხარჯავენ დაახლოებით საკუთარი თავის რეკლამირებაში და აქედან 600 000 ლარი მხოლოდ „ფეისბუქ“ რეკლამირებაში იხარჯება.

ამასთან დაკავშირებით მერიამ მოგვწერა პასუხი, სრულიად უტიფრად, რომ კახი კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახი კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებასა და რეკლამირებაში.

მინდა თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახი კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე და ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს 5 მილიონიც და 600 000 ლარიც შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, რადგან თავისი არსით მერია რის რეკლამირებასაც ახდენს, არის სინამდვილეში ამ წინასაარჩევნოდ კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამაში ფულს, სამწუხაროდ, გადასახადების გადამხდელები იხდიან“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ დღეს გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარეკლამო ხარჯების თაობაზე.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების რეკლამირება ხორციელდება მისი პირადი სახსრებით და აღნიშნული მომსახურებისთვის, საბიუჯეტო თანხები არ გამოიყოფა.

ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:02

ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია. არსებითად, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან მის

მთავრობის მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური - ვახტანგ ცინცაძე

29 მარტი, 2024 , 14:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. მინისტრის მოადგილემ კო

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი