უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

26 თებერვალი, 2021 16:46
font-size

„თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

„თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს შეხვდა და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა.

უწყების ცნობით, ახალგაზრდებთან შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“. თეა ახვლედიანმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ღონისძიების დასასრულს თეა ახვლედიანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად გამოფენაზე გამოტანილი ფოტომასალები გადასცა.

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიებები სახელწოდებით - „თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ, ასევე გამყოფი ხაზის რეგიონებში. ახალგაზრდებთან, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებთან ჩვენს მიერ მოწვეული ისტორიკოსის ბატონ ჯაბა სამუშიას მონაწილეობით, ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს ისტორიის 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები, მოხდა მათი შეფასება და გაანალიზება გორის უნივერსიტეტში ჩატარებული სემინარის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და გაერთიანებული ძალებით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ერთიანი მიდგომით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

საკითხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით - სუს-ი ენგურის ხეობის ტრაგედიაზე

7 აპრილი, 2021 , 13:15

ენგურის ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სუს-ი სამი გარდაცვლილის შესახებ საუბრობს და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

25 მარტი, 2021 , 10:40

24 მარტს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოად

პრეზიდენტის ინიციატივით, დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

23 მარტი, 2021 , 10:34

დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული, პრეზიდენტის ინიციატივით, ვანიშვილი „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ორბელიანების სასახ

საჭიროა ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება კონფლიქტებთან მიმართებით — DRI

22 მარტი, 2021 , 14:25

დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას ახალი სტრატეგიული დოკუმენტი კონფლიქტებთან მიმართებით. "ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად და მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პას

საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

19 მარტი, 2021 , 12:40

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო და ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც ოკუპანტენმა ე,წ საზღვრის აღმნ

რუსეთი აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას - ნიკოლოზ სამხარაძე

13 მარტი, 2021 , 14:45

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას, – ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის საგა