უკან

საზოგადოება

27 სექტემბერი, 2018 13:45
font-size

ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას ძალიან საინტერესო გეგმა აქვს - კახა კალაძე

ტაქსების გადაღებვით ტაქსების რაოდენობას ნამდვილად ვერ შევამცირებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ხაზი უნდა გაესვას იმ ბენეფიტებს, რომლითაც ტაქსის მძღოლები ლიცენზიის აღების შემთხვევაში ისარგებლებენ.

როგორც კალაძე აცხადებს, ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით მერიას ძალიან საინტერესო გეგმა აქვს.

"თქვენ იცით, რომ რეფორმა რამდენიმე ეტაპიანია, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება და რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ფერს რაც შეეხება, ეს არის მეორე ეტაპი და ეს ვალდებულება შემოდის 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ უნდა გავუსვათ იმ ბენეფიტებსაც ხაზი, რომელსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ. ეს არის ის, რომ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ქალაქში გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილები და ისარგებლებენ პარკირების სისტემით. ასევე საშემოსავლოსგან არიან გათავისუფლებულები ლიცენზიის მქონე მძღოლები. ასევე მათ კონკრეტული ადგილები მიეთითებათ ავტომობილებზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ რეკლამა გაყიდონ და იქიდან მიღებული თანხები იქნება მათი საკუთრება. ტაქსის მანათობელს პირველ ეტაპზე ლიცენზიის მქონე მძღოლს უფასოდ გადასცემს დედაქალაქის მერია. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა შემუშავებული და ამასაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი