უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ივნისი, 2019 16:15
font-size

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს.

„ჩვენ ამ რეფორმის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გვქონდა ტაქსების მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან. ვმსჯელობდით რა რეფორმა უნდა გაკეთდეს, რა მიმართულებით, რა არის განსახორციელებელი, რა დავამატოთ. ერთ-ერთი ასეთი მსჯელობის დროს გამოიკვეთა სერიოზული პრობლემა ბანკებთან ურთიერთობა, რადგან ისინი ვერ ახერხებენ სესხის აღებას იმიტომ რომ არ უფიქსირდებოდათ შემოსავალი. შესაბამისად, ბანკებთან კომუნიკაციის შემდეგ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე „საქართველოს ბანკმა“ აცნობა მოქალაქეებს, რეკლამებიც მიდის ეთერებში, რადიოებში, თუ რა პროდუქტი შეიქმნა.

ეს კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის არის შექმნილი, ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს. ძალიან მარტივად მოხდება ეს ყველაფერი. ხშირად ხდება ხოლმე 20 ლარიანს მისცემ და ხურდა არ აქვს. ეს პრობლემა იქნება მოხსენილი და ყველაზე მთავარი, ამ სერვისისს ამოქმედებით გადახდილი მგზავრობის საფასური იქნება დადასტურებული შემოსავალი, რაც ისტორიას შეუქმნის ტაქსის მძროლებს და შემდგომ ექნებათ საშუალება მანქანა შეიძინონ, შეცვალონ ან ა.შ. ეს სერიოზული პრობლემა იყო ტაქსის მძღოლებისთვის. მინდა ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ასეთი პროდუქტების შექმნა ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფად განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში საწვავი გაძვირდა

20 ივლისი, 2019 , 13:46

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი,

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო - ნიკა გვარამია

20 ივლისი, 2019 , 13:16

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელაფ გთავაზობთ. " მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხან

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

20 ივლისი, 2019 , 12:07

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპან

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

20 ივლისი, 2019 , 10:41

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. ბრიგადის გენერა

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო -მამუკა ბახტაძე

19 ივლისი, 2019 , 16:03

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას,

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

19 ივლისი, 2019 , 15:54

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება. კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს