უკან

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2016 14:10
font-size

თაქთაქიშვილის ინფორმაციით, პარტიის რამდენიმე წევრი სამსახურიდან გაუშვეს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პარტიის რამდენიმე წევრი სამსახურიდან გაუშვეს.

როგორც თაქთაქიშვილი "ფეისბუქში" წერს, ეს ის პირები არიან, რომლებიც მხარს 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდნენ.

თაქთაქიშვილის ამ განცხადებას მისი თანაპარტიელი სერგო რატიანი ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიიდან 20 პირი შემცირებული ფინანსების გამო გაუშვეს.

რატიანის საპასუხოდ, ჩიორა თაქთაქიშვილმა ფეიქბუქის პირად გვერდზე კიდევ ერთი სტატუსი დაწერა.

,,სერგო, ძვირფასო!

პირველ რიგში: ჩემი სტატუსი ეხებოდა პარტიის არაფორმალურ მმართველს, რომლის დავალებითაც ეს ხალხი გაუშვი სამსახურიდან.

იქნებ, ტყუილია, რომ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებს პირადად დაურეკე და პასუხი მოთხოვე, შენთან შეუთანხმებლად რატომ გამოხატეს საჯაროდ პოზიცია დიდი ყრილობის მხარდასაჭერად? ამის მერე რატომ გიკვირს, რომ ამ ადამიანების შემცირების მიზეზი სწორედ მათი პოზიცია მგონია და არა სხვა რამ?

ან იქნებ ის არის ტყუილი, რომ კობა ხაბაზი დაიბარე კაბინეტში, სადაცმას გიგა ბოკერია დაახვედრე, შენ გახვედი, გიგამ კი კობას საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის ფეისბუქ პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო?!!!

ამ ყველაფრის მერე იქნებ მიზნების და საშუალებების შესაბამისობაზე საკუთარი თავისა და პარტიის არაფორმალური მმართველისთვის დაგესვა კითხვა. დამერწმუნე, საქმეს ეს უფრო გამოადგებოდა.
უმორჩილესად გთხოვ, გაასაჯაროოთ ყველა შემცირებული თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია, რომ ნათელი იყოს შემცირების მოტივები.

შტატების შემცირებამდე იქნებ ჩვენი აზრითაც დაინტერესებულიყავი, განგეხილა ხელფასების შემცირების ვარიანტიც, იქნებ ყველა თანახმა იყო ამაზე? მაგრამ მიზანი თუ არასასურველი ხალხის მოშორება და მათთან ანგარიშსწორება იყო, მაშინ გასაგებია ყველაფერი’’, - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს